მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვის ტანკერმა შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი „დელფი“
ტანკერი „დელფი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტანკერზე მომხდარი კატასტროფის გამო ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია წყალში ნორმას 60-ჯერ აღემატება, ამასობაში მოლდოვამ ტანკერზე უარი თქვა

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ტანკერ „დელფის“ კატასტროფის ზონაში, ოდესის ყურეში ნავთობპროდუქტების კონცენტრაციამ ნორმას 90-ჯერ გადააჭარბა, იუწყება РИА Новости.

მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „დელფი“ ძლიერი შტორმის დროს პარასკევს ღამით ღუზას მოწყდა და დინებამ ის ოდესის მიმართულებით წაიღო.

როგორც ყირიმის ეკოლოგიური ინსპექციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, აკვატორიაში ეკოლოგიური სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა.

სპეციალისტები ეკოლოგიური გარემოს რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებენ. პლაჟზე „დელფინ“, რომლის უშუალო სიახლოვეს ტანკერმა კატასტროფა განიცადა, წყლის სინჯები ორჯერ აიღეს. პირველ ჯერზე ზღვის წყალში ნავთობპროდუქტების კონცენტრაცია ნორმას 53-ჯერ აღემატებოდა.

ტანკერის ეკიპაჟის 15 წევრი ევაკუირებულია.

ამასთან, მოლდოვის საზღვაო სააგენტოში ტანკერზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ „დელფის“ რესპუბლიკის დროშის ქვეშ ცურვა ერთ წელზე მეტია რაც აეკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0