ალექსანდრე ჯეჯელავა: მეგობრები გირჩევენ: დალიე და გაგივლისო, მაგრამ თუ არ გაიარა?

© Facebook / Alexander Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს ადამიანის მიერ გაკეთებულ პროფესიულ არჩევანზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორია და არსებული გარემოებების გათვალისწინებით ხდება ხოლმე.

 

ალექსანდრე ჯეჯელავა:მეგობრები გირჩევენ: დალიე და გაგივლისო, მაგრამ თუ არ გაიარა?“
„გავრცელებული ამბავია როცა ადამიანს საყვარელი პროფესია გადაუყვარდება ხოლმე, მას კი ასახელებენ როგორც ამ სფეროს თვალსაჩინო პროფესიონალს. ასე ამბობენ: თუ ექიმი ხარ - ასეთი უნდა იყოო. ჩვენში დამკვიდრებული სტერეოტიპი ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი სამუდამოა - რადგან თუკი ისეთი მასწავლებელი ხარ, რომ მოსწავლეები იფიცებენ შენს თავს, არ შეიძლება, რომ შენი საქმე გადაგიყვარდეს. ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ თუკი გული სხვა პროფესიისაკენ მიმიწევს? ეს დილემა სცენაზე აუცილებლად გამოდის, როცა შენი მეგობარი გეკითხება: ამიხსენი რა გინდა, ძალიან მაგარი „აიტიშნიკი“ ხარ და ბანძი პიარ-მენეჯერი გინდა გახდე? შენ კი მას პასუხობ: მინდა, სწორედ ეგ მინდა! დღეს ბევრი მშობელი თავის შვილს ასე ეუბნება: ხვალ შენი ხელფასით უნდა გვარჩინო ყველანი, ამიტომ შენ ისწავლე, მიაწექი, ბევრი რამ მოსინჯე და ჩამოყალიბდი,- სწორედ ესაა თავისუფლება.“- ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა სატელევიზიო გადაცემაში.  

პროფესიით მათემატიკოსი და პედაგოგი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემაში ამბობს: „20 წლის წინ როცა ადამიანი ყალიბდებოდა ბევრად განსხვავებული რეალობა იყო. ბევრი ჩვენგანი სადაც რაიმე საშუალება იყო ყველგან მუშაობდა. თავის დროზე აიტი ინდუსტრიაში უამრავი ინვესტიცია გავაკეთე. როცა ეს პროფესია ავირჩიე იმიტომ მიხაროდა, რომ პროფესია რაც ავირჩიე მეტად საჭირო იყო.“

 

ყველა ახალი ამბავი
0