Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძეს უსიმპატიურესი მამა ჰყავს - ფოტოები

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლებია უკვე ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა, ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგია. როგორც ჩანს, მის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა

ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა -ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ იმ კითხვებზე პასუხი, რომელსაც ისმენენ, ყველა თემაზე რომ შემიძლია საათობით ვესაუბრო, ყველაზე ახალგაზრდულები არიან. არ იღლებიან მელაპარაკონ კარგზე და დღეს თუ 1% მაინც რამეს წარმოვადგენ, ამ ორი ადამიანის დამსახურებაა. მაგალითია ჩემთვის მათი სიყვარული“, - წერდა ანუკი რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში.

წლებია უკვე, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა, ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგია. როგორც ჩანს, მის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა.

 

„მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო, მოსავალი შეიძლება, დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის,მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია, ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, - წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„90-იან წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში მონიტორინგის სამსახურს ვხელმძღვანელობდი. სამაჩაბლოში, ცხინვალში ღამის საათებშიც კი შევსულვართ როგორც ოსი, ასევე ქართველი მოსახლეობის დასახმარებლად და მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, კოკოითის მთავრობის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. მერე ხშირად გვიფიქრია მე და ჩემს მეუღლეს, ამდენს როგორ ვბედავდით და ვრისკავდით“, - იხსენებს ანუკის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც ანუკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის ხშირად ისვენებს მშობლებთან ერთად. მისი მამაც - ხშირად ხვდება ანუკის ფოტოობიექტივში.

„ჩემი მეუღლე - ბადრი არეშიძე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც - პოლიციის უფროსად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო სამმართველოს უფროსად. რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა. ბადრის სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორჯერ ვადამდე ადრე აქვს წოდება მიღებული - აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისთვის და კრიმინალებთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90-იან წლებში“, - აცხადებს ნინო ჭუმბურიძე ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლეზე.

ყველა ახალი ამბავი
0