თალაკვაძე: ხედავთ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში და არა იტალიაში

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ სიუჟეტებს, თითქოს ის იტალიაში ძვირადღირებულ კურორტზე ისვენებდა.
თალაკვაძე: ხედავთ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში და არა იტალიაში
„მათ გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე, იტალიაში დასასვენებლად. სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ მე დღეს, როგორც ყოველთვის, დილიდან ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემ სამუშაო ოფისში და ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას. „ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, იტალიაში წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0