ფრანგული სამხედრო გემი ბათუმის პორტში შემოვიდა

© photo: Batumi City Hall / FBფრანგული სამხედრო გემის შემოსვლა ბათუმის პორტში
ფრანგული სამხედრო გემის შემოსვლა ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი მონაწილეობას მიიღებს წვრთნებში, რომელშიც საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლები მონაწილეობენ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო გემი „კომანდან ბირო" ბათუმის პორტში შემოვიდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

ნატოს გემები ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
ნატოს ხომალდები ფოთის პორტში შევიდნენ

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი სწავლება ღია ზღვაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფრანგი მეზღვაურები, საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლები და სპეციალური დანიშნულების რაზმები.

მონტრეს 1936 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნების გარდა სხვა სახელმწიფოთა სამხედრო გემებს შავი ზღვის აკვატორიაში ყოფნა შეუძლიათ არაუმეტეს 21 დღისა.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ამ ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაძლიერებისა. რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების საქართველოს მილიტარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა რეგიონში განსაკუთრებულ შფოთვას იწვევს. უფრო მეტიც, ეს არ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას.

ყველა ახალი ამბავი
0