წულუკიანი: მატროსოვის ციხეს არ დაადონ ბოქლომი და დანარჩენს ავიტანთ
„ეს არის ჩვეულებრივი, არასერიოზული პროცესი. როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციებისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“, – ამბობს თეა წულუკიანი.
დღეს დილიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მაჟორიტარული ოლქების „დაბოქლომება“ დაიწყეს, ისინი მაჟორიტარების ბიუროებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომების დადებას ცდილობენ.