„ბოქლომების ომი" საქართველოს მასშტაბით გრძელდება

© Sputnik / Shota Nozadzeბოქლომი პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე
ბოქლომი პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მეთოდს ოპოზიცია პირველად არ მიმართავს, 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს – ბოქლომი დაადეს ყველა შესასვლელ ჭიშკარს და კარვები გაშალეს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს დილიდან მაჟორიტარული ოლქების „დაბოქლომება" დაიწყეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველი დაპირისპირება დიდ დიღომში, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან მოხდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მაჟორიტარული ბიუროს ოფისის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ და ადგილზე შეკრებილმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

„ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისზეც სცადეს ბოქლომის დადება. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება ისევ სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია".

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ბიუროს შესასვლელთანაც, კიბის მოაჯირზე სიმბოლურად ჩამოკიდეს ბოქლომი. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ბიუროში შესვლა ვერ მოახერხეს. კიბის მოაჯირზე ჩამოკიდებული ბოქლომი მალევე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ჩამოხსნეს.

გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე>>

მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის მეორე მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფისის კარზეც სცადეს ბოქლომის ჩამოკიდება, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე შეკრებილმა მერაბ ქვარაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ჩამოკიდეს ბოქლომი. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

დღეს „ევროპული საქართველოს" გორის რაიონული ორგანიზაციის ოთხმა თანამშრომელმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში შესვლა და გორის მაჟორიტარი დეპუტატის ოთახისთვის ბოქლომის დადებაც სცადა. შენობაში შესვლის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. „ევროპული საქართველოს" წევრებსა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

ამ მეთოდს ოპოზიცია პირველად არ მიმართავს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს – ბოქლომი დაადეს ყველა შესასვლელ ჭიშკარს და კარვები გაშალეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა უარ განაცხადეს დაშლაზე. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს.

დემონსტრანტებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება 18 ნოემბერს - Sputnik საქართველო
პროტესტის ერთი კვირა თბილისში – რა იქნება შემდეგ?

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.

ყველა ახალი ამბავი
0