არეულობა სუს-ის შენობასთან: სამართალდამცველებმა შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოდულის“ შენობასთან მიმდინარე აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს შესასვლელის პიკეტირება, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

„ბოქლომების ომი" საქართველოს მასშტაბით გრძელდება>>

ამ წუთებში სუს-ის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ აქციას. ისინი ე.წ. მოდულის შენობის შესასვლელის ნაწილის პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცა. ამას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულებს შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილიც.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

17 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება და პიკეტირება დაიწყეს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს. „დაბოქლომების" მცდელობები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიუროების კარებზე, დღემდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0