თენგიზ აბულაძის „მონანიებას" ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ მახარაძე ფილმში „მონანიება"
ავთანდილ მახარაძე ფილმში „მონანიება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე 24 ნოემბერს თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ფილმის „მონანიების" ჩვენება შედგება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული კინო კანის კინოფესტივალზე>>

„მონანიებას" ბრიუსელში რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი.

© photo: Sputnik / Stringerნანა ჯანელიძე
თენგიზ აბულაძის „მონანიებას ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ - Sputnik საქართველო
ნანა ჯანელიძე

ბელგიის დედაქალაქი Regained Freedom International Film Festival-ს 20-30 ნოემბერს მასპინძლობს. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან „მონანიება"
თენგიზ აბულაძის „მონანიებას ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან „მონანიება"

ბრიუსელის კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ასახულია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან.

© photo: Sputnik / Galina Kmit / გადასვლა მედიაბანკშითენგიზ აბულაძე
თენგიზ აბულაძის „მონანიებას ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ - Sputnik საქართველო
თენგიზ აბულაძე

თენგიზ აბულაძემ „მონანიება" 1984 წელს გადაიღო. ფილმს მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი"; ასევე პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის.

საქართველოს 17, მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ჩათვლილი ფილმი დაუბრუნდება>>

აღსანიშნავია, რომ „მონანიება" რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან" საქართველოში გასულ თვეში დაბრუნდა. „მონანიების" ჩვენებას ორი წელია ითხოვდა კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0