საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა ფეხი დაიზიანა

გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელმა კოჭ-წვივის სახსარი საქართველო-ხორვატიის თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს დაიზიანა.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე მოედანზე რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო წლის ბოლო თამაში ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით. წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია!“, - ნათქვამია კაკაბაძის მიმართვაში.

© Georgian Football Federation /FB / Lasha Kuprashviliსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა ფეხი დაიზიანა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე

ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი საქართველო-ხორვატიის თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს დაიზიანა. ეს თამაში ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 1:2 წააგო. კაკაბაძემ მოედნის დატოვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარებით შეძლო. ფეხბურთელის ტრავმის დეტალები არ ხმაურდება.

ექიმების წინასწარი პროგნოზებით, შვეიცარიის „ლიუცერნის“ ნახევარმცველი ვარჯიშს მომდევნო წლის იანვარში დაუბრუნდება.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძეს 33 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მომენტისთვის პირველი ფლანგის დაცვის ფაქტობრივად შეუცვლელი ფეხბურთელია.

2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის გუნდს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0