თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. გორის ციხესთან 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცხედარი ადგილობრივებმა ნახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი, ჯერჯერობით უცნობია.