საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

CC0 / Pixabay / თამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია 50- ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში დაუფასოებელი სახით ნებისმიერი სახეობის თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაზე აკრძალვა 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

კერძოდ, საუბარია თამბაქოს ნედლეულზე, ჩიბუხის თამბაქოზე, შესახვევ თამბაქოზე და ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილ თამბაქოზე.

აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია 50- ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. ამ წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2 ათასი ლარის, ხოლო განმეორებისას – 4 ათასი ლარის ოდენობით.

ფასი, როგორც თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი

საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, 2019 წელს უფილტრო სიგარეტის აქციზი ფილტრიანის აქციზს გაუტოლდა.

გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ფილტრიან სიგარეტზე ადვალორული გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე.

ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტის ფასი თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. მარტო 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა - საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად ერთი კოლოფის ფასი საშუალოდ 4-6 ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0