ბერი ნიკოლოზის მრევლი „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ზემო ფონიჭალაში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირის ე.წ. ბერი ნიკოლოზის  მრევლი ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური და ოპერატორი კახა როინიშვილი განკვეთილი ბერის - ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან რეპორტაჟის მოსამზადებლად  მივიდა. ჟურნალისტებს ადგილობრივები აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბერი ნიკოლოზი და მისი მრევლი - Sputnik საქართველო
ვინ არის ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ბერ ნიკოლოზს დაჰყვება – ვიდეო

ეკლესიიდან განკვეთილი ბერის ე.წ. მრევლის განცხადებით, კორპუსთან გადასაღებად მისულმა ჟურნალისტებმა მათ ლოცვაში ხელი შეუშალეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი საავადმყოფოში ამ დრომდე რჩებიან, მათ  აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ტრავმები თავის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

„იმედის“ ინფორმაციით, საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2016 წელს განმარტა, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო თითქმის 20 წელია შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, თუმცა ე.წ მრევლი მაინც აქტიურია.

სოციალურ ქსელში ბერ ნიკოლოზზე ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რამდენიმე დღის წინ კი მრევლმა გრანდიოზულად იზეიმა მისი დაბადების დღე მანათობელი გულებით და ფოიერვერკებით.

ბერი ნიკოლოზის დაბადების დღე - Sputnik საქართველო
ბერ ნიკოლოზს მრევლმა დაბადების დღეს სიურპრიზი მოუწყო – ნახეთ რა დაარიგა ბერმა – ვიდეო

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი მდუმარებაშია და გარეთ იშვიათად გადის, თუმცა ხალხი 24-საათიან რეჟიმში დგას მის სახლთან. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელო საქმიანობა რამდენიმე ათეული წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუწყდა, ის დღემდე მდუმარებაშია და სალოსობს.

ყველა ახალი ამბავი
0