18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnikსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იმართება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 37 პირიდან 11 ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
18 ნოემბერს დაკავებულ აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 12 დაკავებულის საქმე განიხილა.

ბექა ბასილაიას და ირაკლი ნადირაძეს 13–13 დღით პატიმრობა შეეფარდათ, ელგუჯა ბაგრატიონს და გიგა მაქარაშვილს – 12–12 დღით, ზუკა ბერძენიშვილს – 7 დღით, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს – 5-5 დღით, ირაკლი კაჭარავას და დავით მჟავანაძეს – 4–4 დღით, დიმიტრი ბიძინაშვილს – 3 დღით.

რაც შეეხება დაკავებულ გურამ მჭედლიშვილს, მას 1 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას ჩიტაძის ქუჩაზე დააკავეს. იმავე დღეს ხელწერილით გათავისუფლდა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს, 21 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

„ის, რაც ეს ორი დღეა ე.წ. სასამართლოში ხდება, წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიას ასახავს. სრული უკანონობა და სრული ცინიზმია... ეს არანაირ კავშირში არაა მართლმსაჯულებასთან, ეს არის ქაოსური მოქმედებები შეშინებული, რეალობას მოწყვეტილი ხელისუფლების. ეს არ არის სასამართლო!“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პოლიციისა და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად მომიტინგეები უკან დახევას არ აპირებენ – ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას მომავალშიც აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0