თამარ ჩუგოშვილი: არ მეგონა, მიამიტი თუ ვიყავი

© FB / Georgian Dreamთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ჩუგოშვილი: არ მეგონა, მიამიტი თუ ვიყავი
„არ მეგონა, მიამიტი თუ ვიყავი, ბოლო წამამდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ცვლილება გავიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ როდესაც ტაბლოზე დაიწერა კენჭისყრის შედეგები, რაღაც დროის განმავლობაში მეგონა, რომ შეცდომა იყო, მეგონა, რომ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდებოდა, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ამის შემდეგ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა.

ყველა ახალი ამბავი
0