სტეფანწმინდა პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად დაასახელეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეტის სამება
გერგეტის სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემამ აღნიშნა ამ მხარის უნიკალური არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე, ასევე იშვიათი სილამაზის ტაძარი – გერგეტის სამება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა დასახლებების ნუსხაში მოხვდა. რეიტინგი პორტალმა Thrillist.com შეადგინა.

© Sputnik / STRINGERყაზბეგი
სტეფანწმინდა პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად დაასახელეს - Sputnik საქართველო
ყაზბეგი

სტეფანწმინდა ცნობილი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მას 1921-2007 წლებში ყაზბეგი ეწოდებოდა. არის თბილისიდან 165 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1744 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

© courtesy of Faig Huseynovგერგეტის სამება
სტეფანწმინდა პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად დაასახელეს - Sputnik საქართველო
გერგეტის სამება

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად თუ ქმნის ასეთ ჰარმონიას. ამ დაბაში ყველას იზიდავს მთა, რომელზეც განთავსებულია წმინდა სამების – გერგეტის XIV საუკუნის ტაძარი... ბუნებრივი სილამაზის გარდა, სტეფანწმინდა იდეალური ადგილია ყაზბეგის ეროვნული პარკის ცხელი წყაროების, ჩანჩქერებისა და ტბების შესასწავლად", – წერს გამოცემა.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები სტეფანწმინდაში
სტეფანწმინდა პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად დაასახელეს - Sputnik საქართველო
ტურისტები სტეფანწმინდაში

ლამაზი პატარა ადგილების ნუსხაში ასევე შევიდნენ როტენბურგპობერ-დერ-ტაუბერი (გერმანია), სუზდალი (რუსეთი), ეზი (საფრანგეთი), პორტი დუგლასი (ავსტრალია), რინკონი (პუერტო-რიკო), შესკი-კრუმლოვი (ჩეხეთი), წმინდა მადალენა (იტალია), კო ფი ფი (ტაილანდი), პარატი (ბრაზილია) და სხვ.

Thrillist – ონლაინ-პორტალია, რომელიც მკითხველს აცნობს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოებს, სასმელებს, ღირსშესანიშნაობებსა და გასართობებს. კომპანია 2004 წელს დაარსდა და მისი ბაზა ნიუ-იორკში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0