სუბარი: დღემდე ვერავინ დამაჯერებს, რომ პროპორციული სისტემა უკეთესია

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე საუბრობს.
სუბარი: დღემდე ვერავინ დამაჯერებს, რომ პროპორციული სისტემა უკეთესია
„ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ხალხის, მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების წინაშე. თუ რომელიმე ჩვენი გადაწყვეტილება არ მოეწონება საზოგადოებას, ამის გამო პასუხს ვაგებთ არჩევნებზე იმ სიმძაფრით, რა სიმძაფრითაც არ მოეწონებათ ჩვენი გადაწყვეტილებები... მე დღემდე ვერავინ დამაჯერებს, რომ პროპორციული სისტემა უკეთესია, ვიდრე შერეული  მაჟორიტარულ-პროპორციული. თუმცა, რადგან გუნდმა გადაწყვიტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ვამბობდი, რომ მე ამას დავეთანხმები“, – ამბობს სოზარ სუბარი.

სუბარის თქმით, დემოკრატია და განვითარება შესაძლებელია როგორც სრულად პროპორციულის, ისე სრულად მაჟორიტარულის ან შერეული სისტემის პირობებშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0