საქართველოს ფეხბურთის ნაკრები წლის ბოლო მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა

© photo: © GFF - Georgian Football Federation, 2019საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისშივე გახსნეს, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩი ხორვატიის ნაკრებთან წააგო ანგარიშით 1:2. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ პულში გაიმართა.

ხორვატები პირველივე წუთებიდან აქტიურები იყვნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში მე-16 წუთზე კონტრშეტევისას ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს – გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მოსალოდნელი, თუმცა დასანანი მარცხი ევროპაში

ხორვატებმა ანგარიში ხუთ წუთში გაათანაბრეს – გურამ კაშიამ მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარ კარში გადაამისამართა. შედეგად შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 1:1.

მეორე ტაიმი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. 58-ე წუთზე ივან პერიშიჩმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გასული მატჩი მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო იყო. საქართველოს ნაკრები 2020 წელს დაიწყებს უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას, სადაც EURO-2020-ზე საგზურები გათამაშდება.

ყველა ახალი ამბავი
0