მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იენს სტოლტენბერგი: ნატოს გაზრდილი ხარჯები მის არაეფექტურობაზე არ მეტყველებს

© photo: Sputnikიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ისინი იმდენ ინვესტიციას ჩადებენ სამხედრო ხარჯებში, რამდენიც საჭირო იქნება „საიმედო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ნატოს ფარგლებში სამხედრო ხარჯები რუსეთის სამხედრო ხარჯებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია არა ალიანსის დაბალი ეფექტურობის გამო, არამედ ცხოვრების დონესა და ფასებში არსებული განსხვავების გამო, განუცხადა ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

სერგეი ბელიაევი - Sputnik საქართველო
ბელიაევი: რუსეთი მზადაა იმსჯელოს ნატოსთან ბალტიისპირეთში დაძაბულობის შესუსტებაზე

პრესკონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა 20 ნოემბრის მინისტერიალს, სამხედრო ალიანსის გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა იმ მონაცემების შესახებ, რომელთა მიხედვით, ნატოს სამხედრო ბიუჯეტი ოცჯერ აჭარბებს რუსეთის თავდაცვით ხარჯებს. ამასთან, ალიანსი გამუდმებით აცხადებს, რომ „რუსეთის შესაკავებლად“ კიდევ მეტი ინვესტიციებია საჭირო.

„რაც შეეხება ციფრებს, ჩვენ ეფექტური ალიანსი ვართ და ეფექტური არმიები გვყავს. თუმცა დანახარჯები ბევრად მაღალია, რაც უბრალოდ ცხოვრების ბევრად მაღალ სტანდარტებს ასახავს. ასე რომ, თუ ნატოს მოკავშირეებისა და რუსეთის ხელფასებსა და ხარჯებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ხარჯების დონე მაღალი იქნება... თუმცა ეს ნაკლებ ეფექტურობას არ ნიშნავს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ისინი იმდენ ინვესტიციას ჩადებენ სამხედრო ხარჯებში, რამდენიც საჭირო იქნება „საიმედო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“. 

მანამდე ნატოში აცხადებდნენ, რომ ზედიზედ მეხუთე წელია, რაც ალიანსის ევროპელ მოკავშირეებსა და კანადას თავდაცვის ხარჯები ეზრდებათ და დამატებითი ინვესტიციების რაოდენობამ უკვე 100 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0