„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუას არანაირი იარაღი არ ჰქონია და ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა „ჩაუდეს“.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
18 ნოემბერს დაკავებულ აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ბრალდებას სრულიად აბსურდულს უწოდებს დაცვის მხარე, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი რურუას არანაირი იარაღი არ ჰქონია და ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა „ჩაუდეს“, რადგან ის აქტიურად იყო ჩართული ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებში.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 18 ნოემბერს დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0