ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 26 ოჯახს გადასცა

გამოწერა
კახა კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა წყნეთში, ოქროყანაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ოცხელების ქუჩაზე და მშველიძის ქუჩაზე მცხოვრებ 26 ოჯახს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 23 ოჯახს გადასცა

„800-ზე მეტი ოჯახი გავაბედნიერეთ ფართების დაკანონებით და არ ვჩერდებით, პროცესს ვაგრძელებთ. დღეს გვინდა 26 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. წარმატება მინდა ვუსურვო ამ ადამიანებს და მივულოცო კიდევ ერთხელ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს.

ბინა 1 ლარად: თბილისში 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა>>

კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0