კიდევ ერთი ტყე იწვის: ხულოში ხანძარია

გამოწერა
დღეს ხანძარი გაჩნდა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში. ცეცხლი უკიდია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად მდებარე ტყესაც.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი რიყეთის ტყეში ხანძარია, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები".

სვანეთში ტყეები იწვის: მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები ხანძარს ებრძვიან - Sputnik საქართველო
სვანეთში ტყეები იწვის: მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები ხანძარს ებრძვიან

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„ცეცხლის ღია კერა არ არის, ესაა მხრჩოლავი დაკვამლიანება, სიტუაცია კონტროლს სრულიად ექვემდებარება, მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების ტყეებში ორი დღის განმავლობაში ხანძარი მეოთხედ გაჩნდა. დღეს ხანძარი გაჩნდა ასევე მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში სამ ადგილზე. ცეცხლი უკიდია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად მდებარე ტყესაც.

ყველა ახალი ამბავი
0