უსუფაშვილი: ხელისუფლებამ ჩაიდინა უპატიებელი შეცდომა

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ განიხლება
„შეუძლებელია, რომ 35-მდე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ყველა საკითხზე ჰქონდეს თანაბარი და ერთნაირი შეხედულება. ამ კონკრეტულ საკითხზე მე მაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაიმე ფორმით არ ვარ პროცესში ჩართული. მე ვუერთდები ამ მოთხოვნებს. დიახ, მე ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა იმ ტიპის ქმედება, რომელიც არის უპატიებელი პოლიტიკურად და რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოქალაქეების მხრიდან მაქსიმალური პრინციპულობით გამოხატულ პროტესტს“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა. საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი. მათი ძირითადი მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა და ივნისის აქციების გამო დაკავებულთა გათავისუფლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0