თბილისს ლეგენდარული ტონინო გუერას ქვრივი ეწვევა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიტონინო გუერას ქვრივი ლორა
ტონინო გუერას ქვრივი ლორა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ხელოვანის მეუღლე დაესწრება მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის „გამარჯობა, ქარი ქრის!“ პრემიერას, რომელიც საკულტო სცენარისტის შემოქმედებას ეძღვნება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი იტალიელი სცენარისტის, პოეტისა და დრამატურგის ტონინო გუერას ქვრივი ლორა თბილისში 20 ნოემბერს დაესწრება მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის „გამარჯობა, ქარი ქრის!“ პრემიერას, რომელიც მისი მეუღლის შემოქმედებას ეძღვნება.

სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
მე მსოფლიოს სამაგიეროს სიყვარულით გადავუხდი…

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულმეტრაჟიანი ფილმი მოიცავს ფრაგმენტებს დრამატურგის ბიოგრაფიიდან, რომლებიც გადაღებულია როგორც მისი ცხოვრების პერიოდში, ასევე 2012 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ.

ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

საღამოს გამართვა შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.

რეჟისორმა ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო, ტონინო გუერას თბილისში ვიზიტის დროს. მაშინ ლეგენდარულმა იტალიელმა საქართველოს დედაქალაქში ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა.

ტონინო გუერას გარდა ფილმში „გამარჯობა, ქარი ქრის!“ მაყურებელი იხილავს დიდ ფედერიკო ფელინის, მიქელანჯელო ანტონიონის, ფრანჩესკო როზის, თეო ანგელოპულოსს, რომლებთან ერთადაც უმუშავია მაესტროს. მას ასევე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობები გიორგი დანელიასთან და ანდრეი ტარკოვსკისთან.

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიტონინო გუერო
თბილისს ლეგენდარული ტონინო გუერას ქვრივი ეწვევა - Sputnik საქართველო
ტონინო გუერო

ტონინო გუერა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე ელეონორა იაბლოჩკინაზე (ლორა) 70-იან წლებში დაქორწინდა. მას უყვარდა მეუღლისთვის ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება – მანქანები, სახლი, მაგრამ უფრო ხშირად უძღვნიდა მას ლექსებს. გუერას ლექსები რუსულ ენაზე თარგმნა მისმა ახლო მეგობარმა, ცნობილმა პოეტმა ბელა ახმადულინამ.

ტონინო გუერა

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში, რიმინის მახლობლად, პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში. მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან უამრავი კლასიკად იქცა. გუერა მუშაობდა მსოფლიო კინოს კლასიკოსებთან, რომელთა შორის იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როზი, თეო ანგელოპულოსი, ანდრეი ტარკოვსკი.

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიტონინო გუერა
თბილისს ლეგენდარული ტონინო გუერას ქვრივი ეწვევა - Sputnik საქართველო
ტონინო გუერა

დაჯილდოებულია ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარით“ ფილმებისთვის „კაზანოვა“ (1966), „ფოტოგადიდება“ (1967), „ამარკორდი“ (1976), „წმინდა ლორენცოს ღამე“.

ტონინო გუერას სცენარს რვაჯერ ერგო კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პალმის რტო“ („თავგადასავალი“, „ზაბრისკი პოინტი“, „ფოტოგადიდება“, „წმინდა ლორენცოს ღამე“, „ამარკორდი“, „და მიცურავს გემი“, „მოგზაურობა ციტერაში“).

ტონინო გუერა არის ოთხი უნივერსიტეტის მეცნიერებათა საპატიო დოქტორი (ურბინო - იტალია, ბორდო - საფრანგეთი, ვგიკ-ი - მოსკოვი, კინოს უნივერსიტეტი - სანქტ-პეტერბურგი).

ყველა ახალი ამბავი
0