თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოებში აქციის ორი მონაწილე და ერთი პოლიციელი გადაიყვანეს

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სპეცრაზმის მიერ საქართველოს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების მონაწილეების განდევნის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

კალაძე: პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი >>

მათ შორის არის ერთი პოლიციელი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ის მედიცინის კავკასიის ცენტრში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი პირი, 44 წლის მამაკაცი, მკერდის არეში მიღებული დაზიანებით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 27 წლის მამაკაცი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო,  New Hospitals-ში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გაწერეს.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ
თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ

დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ
თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ

პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორებს არაერთხელ მოუწოდეს პიკეტირება შეეწყვიტათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ
თბილისში მიმდინარე აქციაზე თორმეტი ადამიანი დაშავდა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ

შედეგად ხელისუფლებამ გამოიყენა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე განდევნეს, სადაც მათ პროტესტი განაგრძეს. პარლამენტის ირგვლივ ყველა გზა გახსნილია, მაგრამ შეტაკებები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0