პარლამენტის შესასვლელებთან დემონსტრანტებმა კარვები დადგეს

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აცხადებენ, რომ დეპუტატებს სანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს, რომ შენობაში შესასვლელებში კარვები დადგან, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

მანამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. გიგი უგულავას თქმით, ბოქლომის გასაღებს ხალხს გადასცემენ. მან სამართალდამცველებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შიგნით შესვლას არავინ აპირებს.

გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
ვოლსკი: „სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს“

მოგვიანებით სამართალდაცველებმა ბოქლომი მოხსნეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პიკეტირება ეს არის ოპოიციონერების პოლიტიკის შინაარსის გამოხატულება, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც  უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოიყარა თავი, რათა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ჩაგდება გააპროტესტონ, რაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.


ყველა ახალი ამბავი
0