საზარელი მკვლელობა თბილისში: ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა დანაშაულის ადგილზე
პოლიციის ლენტა დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე პირმა ჯერ დედა მოკლა, მერე და, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. დეტალებზე შსს ჯერჯერობით არ საუბრობს

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ატენის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
სწრაფი კვების ჯიხურში მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ცულით მოკლეს

მომხდარის დეტალებს არ ახმაურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. 

ყველა ახალი ამბავი
0