Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე სასურველი სარძლო“ შეყვარებულია-ოთარ ტატიშვილის გოგონას ფოტოები

© Photo: Nani Tatishvili / FBნანი ტატიშვილი ნიკოლოზ დვალი
ნანი ტატიშვილი ნიკოლოზ დვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ ტატიშვილს, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „შუა ქალაქიდან“ გაიცნო, სტომატოლოგ თიკა სვანიძესთან ერთი გოგონა - ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას

ცნობილი მსახიობის ოთარ ტატიშვილის ულამაზესი გოგონა შეყვარებულია - მისი რჩეული მსახიობი ნიკოლოზ დვალია. სოციალურ ქსელში ნანი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. წყვილი რამდენიმე წელია ერთადაა და როგორც ჩანს, ჯერ დაქორწინებას არ ჩქარობენ.

ნანიმ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და როგორც ჩანს, მშობლების გზას ადგას. პაარალელურად, ხანდახან სპეკტაკლებშიც თამაშობს.

ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა სერიალიდან „შუა ქალაქში“ გაიცნო, სადაც ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლს ასრულებდა. სულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს.

სერიალ „შუა ქალაქში“ შემდეგ, „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

ოთარი პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა.

მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ოთარს ერთი გოგონა - ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

ყველა ახალი ამბავი
0