ვინ ჩაანაცვლებს სოფიო ქაცარავას პარლამენტში

© photo : Sophie Katsarava / FBსოფიო ქაცარავა
სოფიო ქაცარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიო ქაცარავა პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახლო მომავალში მის შემცვლელს დაასახელებს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წელს. ჩავარდნის მიზეზი გახდა მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილის პროტესტი. 

არჩილ თალაკვაძე და სოფიო ქაცარავა - Sputnik საქართველო
რატომ დატოვა საპარლამენტო მანდატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ

სოფიო ქაცარავა პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახლო მომავალში მის შემცვლელს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქაცარავას  მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, სიაში შემდგომი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს. 55 წლის ქაშაკაშვილი ბიზნესმენი, მთასვლელი და გინესის რეკორდსმენია.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით.  მიუხედავად პარტიის ლიდერების თხოვნისა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა  14 ნოემბერს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, ხოლო 12–მა დეპუტატმა კი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.

ქაცარავას მსგავსად საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვეს ვიცე–სპიკერებმა თამარ ჩუგოშვილმა, და ზვიად ძიძიგურმა, ასევე თამარ ხულორდავამ, ირინა, ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მარიამ ჯაშმა, გიორგი მოსიძემ, გიორგი ბეგაძემ, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

მათი სამომავლო გეგმების შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სოფიო ქავარავამ გაცხადება „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ, ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთა. სოფიო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობის მეცამეტე წევრია, რომელმაც უმრავლესობის რიგები საპარლამენტო კრიზისის დაწყების შემდგომ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0