მაია ჯაბუა: გინდა თუ არა იმ ქვეყნის ისტორიის თანამონაწილე ხდები სადაც ცხოვრობ

გამოწერა
მაია ჯაბუა საუბრობს თავის შვილებზე, მათ გატაცებებსა და ხასიათზე, იხსენებს ბავშვობას, როცა ახლანდელ თაობასთან შედარებით გაცილებით ბევრი რამ ნახა და მოასწრო.
მაია ჯაბუა: გინდა თუ არა იმ ქვეყნის ისტორიის თანამონაწილე ხდები სადაც ცხოვრობ
„წითელი ჯვრის ღონისძიება იყო და უნდა გვემღერა „როცა ჩაქრება ჭადრებში“. ეს იყო ლიზიკოს პირველი გამოსვლა სცენაზე. იმდენად  უცნაური ბავშვი იყო, რომ სცენაზე უცებ შეეძლო ეთქვა, რომ არ მინდა და არ ვიმღერებო. როცა სცენაზე პირველად დადგა უცებ ხელი გამაშვებინა და სიმღერა თავისუფლად დაიწყო. მაშინ მივხვდი, რომ მისგან მომღერალი გამოვიდოდა. ერთ დღესაც ლიზამ განაცხადა: არ მინდა მხოლოდ მსახიობი ვიყო, მინდა ვიმღერო, ვიცეკვო და თან კარგი მსახიობიც ვიყოო. მე ვუთხარი: ეს უკვე მიუზიკლის ჟანრია მეთქი და სამწუხაროდ ჩვენში ამ მიმართულებით სკოლა არ არსებობს.“- ამბობს მაია ჯაბუა სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი მაია ჯაბუა გადაცემაში ამბობს: „მე ბევრი რამ მოვასწარი ისეთი, რაზეც დღევანდელი თაობა ვერც იოცნებებს. გაცილებით დიდი იყო ყველაფერი, რაც ჩვენს დროს ხდებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შენი ქვეყნის ბედსაც იზიარებ“. 

ყველა ახალი ამბავი
0