ძიძიგური: ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია, ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა...

გამოწერა
საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორების“ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ზვიად ძიძიგური საუბრობს.
ძიძიგური: ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია, ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა...
„მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგებისა და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურმა აღნიშნა, რომ „კონსერვატორები“ ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა. თუმცა, მისვე განცხადებით, არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც იღებენ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0