თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მასმედიაში გავრცელებული ერთი ვერსიით, 20 წლამდე ახალგაზრდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით კი იგი მოკლეს.
გამოძიება კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო („თვითმკვლელობამდე მიყვანა“).