„პატრიოტებმა“ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებისთვის აუცილებელია პარლამენტის 76 წევრის ხელმოწერის შეგროვება.

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს, განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ. 

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.

„იმედი გვქონდა, რომ დღეს პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. იმ ადამიანების სია ამოვიღეთ, ვინც მხარი დაუჭირა და ინდივიდუალურად გვიწევს კონტაქტი და ხელმოწერების შეგროვება“, – განაცხადა ლომიამ.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი, „გონს მოვა და არ დააყენებს ქვეყანას რეალური კრიზისის წინაშე და პროექტს მხარს დაუჭერენ“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინადადებაა – უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა ადრე შეთავაზებულ საკონსტიტუციო შესწორებებში, კერძოდ, ბუნებრივი 0,67%-იანი ბარიერის ნაცვლად შემოიღონ 0,7%-იანი ბარიერი.

„არ მგონია, აქციების ფონზე რომელიმე დეპუტატმა გაუძლოს თუნდაც ხალხის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და პროექტის წინააღმდეგ წავიდეს“, – აღნიშნა ლომიამ.

საქართველოს მმართველი პარტია ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. მაშინ საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა. სამშაბათს კი გაირკვა, რომ ბევრი მაჟორიტარი ცვლილებების წინააღმდეგია. მოლაპარაკების ორი დღის განმავლობაში მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0