მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაუთანაბრდეს შეტევას ყველა რელიგიაზე: ბაქოს სამიტმა დეკლარაცია მიიღო

© photo: President of the Republic of Azerbaijan რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტი ბაქოში
რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტი ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან დისკრიმინაციის, ქსენოფობიის, ისლამოფობიის, ანტისემიტიზმისა და ქრისტიანოფობიის საფუძველზე ტერაქტების დაკავშირებას რომელიმე რელიგიასთან.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ნებისმიერი ტერაქტი, ჩადენილი რელიგიური ლოზუნგით, უნდა აღიქმებოდეს როგორც შეტევა ყველა რელიგიაზე, მიიჩნევენ მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, წერს „Sputnik–აზერბაიჯანი“.  

ილჰამ ალიევი და პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
„განსაკუთრებული მნიშვნელობა“: ალიევი რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა

დეკლარაციაში, რომელიც ბაქოს მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტმა მიიღო, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია მიღებულ იქნას ისეთი პრაქტიკული ზომები, რომლებიც აღკვეთს ტაძრებში პროვოკაციებსა და ძალადობის აქტებს.

„მოგიწოდებთ, რელიგიის სახელით ჩადენილი ნებისმიერი ტერორისტული აქტი შეაფასოთ როგორც შეტევა ყველა რელიგიაზე, და ამასთან, ხელი შეუშალოთ ტერორისტებს, გამოიყენონ რელიგიის წმიდა ფასეულობები საკუთარი მიზნებით“, — ნათქვამია დეკლარაციაში.  

გარდა ამისა, მსოფლიოს რელიგიური ლიდერები მოუწოდებენ საზოგადოებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვასა და კონფლიქტების მათ საფუძველზე გადაჭრას.

მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტი ბაქოში ხუთშაბათს გაიხსნა. ღონისძიება კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუკიურ ფაშაზადეს 70 წლისთავსა და მისი თანამდებობაზე ყოფნის 40 წლისთავს მიეძღვნა. სამიტს მსოფლიოს ტრადიციული რელიგიების 200 ლიდერი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0