პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში – ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარები აუჯანყდნენ?

© AFP 2024 / VANO SHLAMOVბიძინა ივანიშვილ
ბიძინა ივანიშვილ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეალური აჯანყება თუ დადგმული სპექტაკლი? საარჩევნო ცვლილებები არ იქნება. 141 დეპუტატიდან კანონპროექტს ხმა 101-მა მისცა. „ქართული ოცნება“, ერთი შეხედვით, წამგებიან მდგომარეობაშია.

თუ ბიძინა ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს უმრავლესობას, მითი მისი უძლეველობის შესახებ დასრულებულია. თუ აკონტროლებს და ეს სპექტაკლი, როგორც ბესელია და ჭიჭინაძე ვარაუდობდნენ, საშინაო და საგარეო აქტორების თვალის ასახვევად ჩატარდა, „ქართული ოცნება“ შულერი გამოდის და ამით მაინც იმიჯი ელახება.

ახლა ექსპერტები, ყველა გათვლებით, სერიოზულ კრიზისს ელოდებიან როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე ქუჩაში.

2020 წლის არჩევნები რომ ყველაზე რთული და ბინძური იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან, ამაზე თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება.

მივა კი საქმე არჩევნებამდე? ბევრი ასეც სვამს კითხვას. აგერ, მიხეილ სააკაშვილს გიორგობა და ვარდების რევოლუცია გაახსენდა. მართალია, ჩუგოშვილი და ხულორდავა არ არიან ისეთი პოპულარული პოლიტიკოსები, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, მაგრამ არა გვგონია 20 ივნისს დაზარალებული ახალგაზრდები და მათ უკან მდგომი საზოგადოება და პოლიტიკური ძალები გაჩერდნენ.

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე

საინტერესოა ასევე ჩვენი საგარეო პარტნიორების რეაქციაც. ბევრ მათგანს გულწრფელად სჯეროდა, რომ 2020-ში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა...

ხოლო არჩევნებით სიტუაციის შეცვლა რომ შესაძლებელია, ეს 2012 წელმაც აჩვენა.

რეალურად დღეს მოვლენების განვითარების სამი გზა არსებობს. პირველი და, სამწუხაროდ, არცთუ მოულოდნელი იქნება რევოლუციური სცენარი.

საქართველოში, თუ ლიდერი და საგარეო თუ საშინაო ფაქტორები უწყობს ხელს, ეს სულაც არაა შეუძლებელი. ქვეყანა ისედაც დენთის კასრზეა, სადაც უკვე ავტორიტეტიც აღარ დარჩა, რომ აგრესია შეაკავოს.

მეორე სცენარი გუშინ უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ეკა ბესელიამ და დავით ჭიჭინაძემ იწინასწარმეტყველეს. სიტუაცია ჯერჯერობით სწორედ ამ სცენარის მიხედვით ვითარდება.

ამ ვერსიის მიხედვით, ქუჩის აქციების პარალელურად პარლამენტში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და დეკემბერში უმრავლესობა ჩააგდებს ბიუჯეტს. ამის შემდეგ კი დადგება ტექნიკური მთავრობისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენის „შეთქმულება“ სასამართლო კლანის წინააღმდეგ?

პარალელურად მასმედიაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, „ქართული ოცნება“ პროდასავლელი პოლიტიკოსების მსგავსად კახი კალაძემაც დატოვოს დეკემბერში, შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და მათი თანამოაზრეების ლიდერობით და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამ ვერსიის ავტორი კალაძის პირველ ადგილზე გასვლასაც არ გამორიცხავს.

გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების რეალობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.

საკმარისია მაჟორიტარების ფეისბუქ-გვერდებს გადახედოთ და ნახავთ, როგორი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რეგიონებში.

სიტუაციის მესამე და ქვეყნისთვის სასურველი, მშვიდი სცენარია – არჩევნების ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში, მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საეკლესიო სკანდალი - სერიოზული გამოწვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

ქართული რეალობის პოლიტიზირებულ გარემოში, სადაც ასე დიდია სანახაობის წილი, ხალხი პროპორციულ არჩევნებზე მეტად სოციალური სიდუხჭირის გამო წუხს.

დღეს რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში. თუმცა, მთავარია, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეყოთ გონიერება და პროტესტი მშვიდობიან ფორმებში იყოს გამოხატული. ასევე იმედია, „გავრილოვის ღამის“ გაკვეთილი გვასწავლის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, საჭიროების შემთხვევაში, თვალების დათხრის გარეშე დავშალოთ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთახმებოდეს ავტორის მოსაზრებას

 

ყველა ახალი ამბავი
0