მარგველაშვილი უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას სთხოვს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე
გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა და სიტყვით გამოსვლისას საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებს საქართველოშიმიმდინარე პროცესებში ჩარევა სთხოვა.

კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან აქციაა – ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა>>

მასშტაბური აქცია პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს პარლამენტში კონსტიტუციაში შესწორებების მიღება ჩავარდა. შესწორებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

მომიტინგეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

„აქედან მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, „ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი“.

„პროპორციული არჩევნები ივანიშვილის გარეშე“ – აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს>>

პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ის დემონსტრანტების გვერდით იდგება ბოლომდე.

„ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულიკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა ექს–პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0