რუსეთის პრეზიდენტი: პეტერბურგი 2020 წლის სამიტისთვის მზადებას იწყებს

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერის თქმით, საჭიროა დაფიქრება, თუ რა ახალი მიზნები შეიძლება დაისახოს ორგანიზაციის წინაშე და რა მასშტაბურ ამოცანებზე შეიძლება კონცენტრირება ვაჭრობის, ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროებში.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პეტერბურგში 2020 წელს დაგეგმილი БРИКС-ის სამიტისთვის ვრცელი ეკონომიკური პროგრამა მომზადდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
რის შესახებ ისაუბრეს ტელეფონით პუტინმა და ერდოღანმა

БРИКС-ის სამიტი გუშინ დაიწყო ბრაზილიაში და მან დღეს დაასრულა მუშაობა, რის შემდეგაც ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთი ხდება.

„პეტერბურგის БРИКС-ის სამიტისათვის... ღონისძიებათა ვრცელი პროგრამა მომზადდება. ბევრი მათგანი ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა ფორუმის დახურვის ცერემონიაზე.

ვლადიმირ პუტინის თქმით, საჭიროა დაფიქრება, თუ რა ახალი მიზნები შეიძლება დაისახოს ორგანიზაციის წინაშე და რა მასშტაბურ ამოცანებზე შეიძლება კონცენტრირება ვაჭრობის, ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროებში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ БРИКС-ის საქმიანი ფორუმისა და ექსპერტული საზოგადოების მიერ წამოყენებული წინადადებები გამოყენებული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0