ზედიზედ მეორე გამარჯვება: ტოჩინოშინი ტიტულის დაბრუნებისკენ ისწრაფვის

© AFP 2024 / JIJI PRESSტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მინიმუმ კიდევ რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე ქართველმა სპორტსმენმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სეკივაკე ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუძი დაამარცხა, რომელმაც, ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა წააგო.

ტურნირის მეხუთე დღეს 32 წლის ქართველი სპორტსმენი პირველ მაეგაშირა დაიეისიოს შეხვდება.

ტოჩინოშინმა მინიმუმ კიდევ რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. წინა ტურნირში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ის სეკივაკეს ტიტულამდე ჩამოაქვეითეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ სუმოისტ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ძუროს მეორე დივიზიონში გამოდის, მესამე ორთაბრძოლა წააგო.

2019 წლის ბოლო ბაშო 24 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0