როდის გაიზრდება თბილისში ახალი ავტობუსების რაოდენობა

© Sputnik / Alexander Imedashviliლურჯი ავტობუსი
ლურჯი ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერის განცხადებით, მერია ახალ ავტობუსებს ყიდულობს, რათა მოქალაქეებისთვის ტრანსპორტის მოცდის დრო შემცირდეს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია 2020 წლისთვის დამატებით 100 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები დაემატება იმ 650 ავტობუსს, რომელთა შეცვლის პროცესი უკვე დაწყებულია.

კახა კალაძე ავტობუსების პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
თბილისში ავტობუსების ახალი პარტია შემოიყვანეს

„ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება", - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, მერი დარწმუნებულია, რომ დამატებითი ავტობუსების შეძენა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

თბილისის ავტობუსები დღეში დაახლოებით 109,5 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0