როგორ მოხდება პარტიული სიების ფორმირება? „ქართული ოცნება“ კანონში ცვლილებებს ამზადებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის სხდომა, რომელზეც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს იხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს - დეპუტატები ვერ თანხმდებიან

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც პროპორციული სისტემით არჩევნების პირობებში პარტიული სიების ფორმირებას ეხება, განაცხადა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე.

დეპუტატები პარლამენტში - Sputnik საქართველო
„ცხელი სხდომა" და მაჟორიტარების გეგმები, ჩააგდონ საარჩევნო რეფორმა

საქართველოს პარლამენტი ამ წუთებში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს იხილავს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

„პროპორციული არჩევნების პირობებში შესაძლებელია პარლამენტში  მივიღოთ რეგიონული წარმომადგენლობა და  კანონმდებლობაში გარანტიები გავწეროთ. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ინიციატივა, რომლის თანახმად პარტიული სიის ნახევარი განაწილდება რიგის მიხედვით, მეორე ნაწილი კი რეგიონებიდან კანდიდატებს შორის, მანდატები მიღებული პროცენტების თანახმად განაწილდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა იდეის დონეზეა და დისკუსია  ამასთან დაკავშირებით, თუ ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში შევა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.

ცვლილებების შესაძლო ჩავარდნის მიზეზი გახდა ის,  რომ მოულოდნელად რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატები. მათ ერთიმეორის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები იმაზე, რომ მაჟორიტარების არყოფნა პარლამენტში ქვეყანას დააზარალებს. მათი ძირითადი არგუმენტები იყო - სუსტი ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ალბათობა.

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა საარჩევნო რეფორმის მოწინააღმდეგეების გადარწმუნება ვერ მოხერხდა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საარჩევნო რეფორმა ჩაშლის პირასაა?

ადრე პარლამენტმა 24 ოპოზიციური პარტიის ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. თავიდან იგი არჩევნების 3%-იანი ბარიერის პირობებში გამართვას და  მასში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას ითვალისწინებდა. საბოლოოდ ოპოზიცია დათმობაზე წავიდა - დათანხმდა არჩევნების გამართვას  ნულოვანი ბარიერის პირობებში, თუმცა, ბლოკების მონაწილეობით. „ქართული ოცნება“ კი ბლოკების კატეგორიული წინააღმდეგია.

ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 104 ადგილი აქვს, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისთვის კი მინიმუმ 113 ხმაა საჭირო. არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიები შეძლებენ. ამასთან, თითოეულმა პარტიამ, რომელსაც სურვილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ამომრჩევლის 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად, სულ რაღაც 5 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინოს.

ამ მოთხოვნებიდან თავისუფლდებიან პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში და არანაკლებ 15 ათასი ხმა მიიღეს. ეს შეღავათები ეხება ასევე პარტიებს, რომელთა კანდიდატებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სულ ცოტა 15 ათასი ხმა მიიღეს.

სადეპუტატო მანდატების განაწილება შემდეგი ფორმულით არის შემოთავაზებული: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე (დეპუტატების რაოდენობა საქართველოს პარლამენტში) და იყოფა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობაზე.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0