თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მანდატურის სამსახურმა მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან 11 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი ამოიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიც ცნობით, ამოღებულ ნივთებს შორისა ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, სამი ელექტროშოკერი და 77 დანაა.
სკოლებში მანდატურების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი კი — 891 საგანი — თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება (207 ერთეული.) აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღებულია 60 ერთეული ელექტროსიგარეტი.
სკოლებიდან ამოღებული დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პეტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო („სტარტოვკა“) ან აირის საშუალება – 5, ბასრი იარაღი — 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი — 26 ერთეული.