საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ

გამოწერა
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

თბილისი, 12 ნოემბერი  — Sputnik.  სამართალდამცველებმა „ქუთაისის აეროპორტში“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (48 აბი) და ფსიქოტროპული (166 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.



ყველა ახალი ამბავი
0