Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნახვამდის...“ – ანუკი არეშიძე ოჯახის ოთხფეხა წევრს ცრემლიანი ფოტოთი ემშვიდობება

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. თბილისის მერს და დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი – ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსი – ნიკოლა კალაძე წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.

ახალი ამბავი არაა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის და დიზაინერ ანუკი არეშიძის ოჯახში ძაღლები ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომელთა მხიარულ ვიდეოებს და ფოტოებს მათი პოპულარული მშობლები ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. თბილისის მერს და დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი – ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსი – ნიკოლა კალაძე წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.

გუშინ დიზაინერმა Instagram-ის „სთორიში“ ცრემლიანი ფოტოები გამოაქვეყნა და ერთ-ერთი ცუგას ფოტოს adios დააწერა. როგორც ჩანს, კალაძეების მრავალრიცხოვან ოჯახს ერთი წევრი გამოაკლდა.

ცოტა ხნის წინ კახა კალაძეს ახალი ძაღლი აჩუქეს. როგორც მისი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს, თბილისის მერს უძველესი იტალიური ჯიშის კანე კორსოს ოთხი თვის ლეკვი ხარკოვის დელეგაციამ აჩუქა. ლეკვს სახელად „ბუ“ ჰქვია. „საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება და კომპლიმენტები“, – წერს თოქმაჯიშვილი.

ფეისბუქ–მომხმარებლები ლეკვის ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ. მერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ის კალაძემ სახლში წაიყვანა, სადაც მისი რიგით მეშვიდე ძაღლი გახდა. კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში.

მანამდე, რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისი წამოიყვანა და მას მერიაში აცხოვრებს. ძაღლი სახელად „ტიფანი“ წინა წელს საკმაოდ აქტუალური იყო. კახა კალაძე მასთან ერთად უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. „ტიფანი“ ესწრებოდა დედაქალაქის მთავრობის სხდომებსაც. როგორც მერმა თქვა, „ტიფანი“ რომ ბიჭი ყოფილიყო, ფეხბურთის თამაშსაც ასწავლიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0