თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს თავს არიდებდა და სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
კერძოდ, 2018-2019 წლებში ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში მოახდინა, რითიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.