https://sputnik-georgia.com/20191112/Sss-dakavebulia-deda-romelic-Svilebs-seqsualuri-ZaladobiT-emuqreboda-246988590.html
შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა – ვიდეოკადრები
შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა – ვიდეოკადრები
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. 12.11.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-11-12T11:16+0400
2019-11-12T11:16+0400
2021-10-19T17:11+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324224_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_b7e38e022d998299dd7e60e52c345255.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324224_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_f3a47a3919e1b10876d87593a55115f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა – ვიდეოკადრები
11:16 12.11.2019 (განახლებულია: 17:11 19.10.2021) უწყების ცნობით, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 35 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 სექტემბერი 2019, 12:47
უწყების ცნობით, ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.
კერძოდ, ბრალდებული შვილებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
„იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა", – აღნიშნულია განცხადებაში.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება განახორციელეს, რითიც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.
ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს>>
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.