ლორთქიფანიძე: სკანდალურ ფილმში უკანონოდ ჩართული ბავშვების მშობლები გამოძიებას მოითხოვენ

© Photo: courtesy by Dimitri Lortkipanidzeდიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მშობლებმა უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა და პროკურატურას მოთხოვნით, დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ამ ადამიანების ბრალი.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დაახლოებით რვა ბავშვი უკანონოდ ჩართეს არატრადიციული სიყვარულის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებებში, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

მისი თქმით, ორი ბავშვის მშობელი აპირებს ფილმის რეჟისორის ლევან აკინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს სასამართლოში. მშობლები რეჟისორს მოტყუებასა და ფილმის რეალური სიუჟეტის დაფარვაში სდებენ ბრალს.

„ჩვენ მოგვმართეს იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც უკანონოდ ჩართეს გადაღებებში... ჩვენ ვესაუბრეთ მათ. ისინი, ფაქტობრივად, მოატყუეს. უთხრეს, რომ სურდათ გადაეღოთ ფილმი ქართული ფოლკლორის, ქართული ცეკვისა და ტრადიციების შესახებ. ბავშვების მონაწილეობით მათ გადაიღეს დაახლოებით ერთწუთიანი სცენა ეპიზოდური როლისთვის. ფილმის პრემიერის შემდეგ, 8 ნოემბერს კი გაირკვა, რომ ბავშვები გეი-დრამაში ათამაშეს, რაც მშობლებისთვის ნამდვილი შოკი იყო“, — განუცხადა ლორთქიფანიძემ „Sputnik–საქართველოს“.

მისი თქმით, მშობლებმა უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა და პროკურატურას მოთხოვნით, დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ამ ადამიანების ბრალი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced ) – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის" პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ყველა ახალი ამბავი
0