თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს, აცნობეს „sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული სკოლის მასწავლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას მცირეწლოვანთან მიმართებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.