თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში საკუთარი მოღვაწეობა დაასრულა, ყოფილ თანამშრომლებს, ბეზნესმენებსა და მასმედიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლექვინაძეს ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა ერთი წლისა და ათი თვის მანძილზე ეკავა.
„22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 3000-ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%-ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული", – ნათქვამია ლექვინაძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თანამდებობის დატოვების მიზეზად მან "შეთანხმებული ალტერნატიული გეგმები" დაასახელა, რომელთა შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
„ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება", – აღნიშნა ლექვინაძემ.