საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ

გამოწერა
შემდგომი რეაგირების მიზნით საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 3-9 ნოემბრის პერიოდში საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „მტკვარი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“ მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (64 აბი), ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6,8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1,10 გრამი).

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0