ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო აიღეს

© photo: Georgian National Federation of Sambo / FBსამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა შვიდი მედალი - ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონჯუში იმართება.

ფინალში 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩიდრაშვილმა მინიმალური ანგარიშით მოუგო რუსეთის წარმომადგენელ საიან ჰერტეკს - 1:0.

აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი თავის კარიერაში მეექვსედ ხდება მსოფლიო ჩემპიონი.

კიდევ ერთი ოქროს მედლის აღება დავით ლორიაშვილს (-100 კგ) შეეძლო. მაგრამ ფინალში ჩვენი სამბისტი რუს რუსლან კისელიოვთან დამარცხდა.

ამგვარად, მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა შვიდი მედალი - ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში ჩონჯუში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0